
საერთო სამაგისტრო პროგრამების გზამკვლევში პროგრამა აისახება 5-15 სექტემბრის ვადებში.
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ორგანიზაციის ტრანსფორმირება და კონსულტირება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი
დადგენილების ნომერი №
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ბელქანია, პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი (ავსტრია)
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები: 65 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები: 25 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი: 30 ECTS კრედიტი

ორგანიზაციის ტრანსფორმირების და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების კომპეტენციათა ურთიერთდაკავშირებულ შემდეგ სფეროებში:
- ინდივიდუალური კომპეტენცია: თვითშემეცნება, პროფესიული ქცევა, ეთიკა, განსაკუთრებული ინდივიდუალური რესურსების, საკონსულტაციო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი თვისებების, საკუთარი როლისა და ფუნქციების შეცნობა/განვითარება;
- სოციალური კომპეტენცია: უნარ-ჩვევების განვითარება კრიტიკულ სიტუაციებში შესაბამისი, პროფესიული და ავთენტური რეაგირებისათვის;
- კოგნიტური კომპეტენცია: თეორიული საფუძვლები ადამიანის ხატის, პიროვნების თეორიების, ორგანიზაციის თეორიების, სოციალური, სასწავლო და საკონსულტაციო პროცესების შესახებ;
- ტექნიკური კომპეტენცია: კონცეფციები, მეთოდები, დაგეგმვის პრაქტიკული ტექნიკა, ორგანიზაციებში პროცესუალურ ცვლილებათა განხორციელება და მათი ევალუაცია;
- პრაქტიკული კომპეტენცია: პროექტის მენეჯმენტი, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და გამოცდილების გაცვლა სტუდენტებს ინტერვენციულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს, რათა მათ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელება, ასევე კონკრეტულ სიტუაციებში მეთოდებისა და ტექნიკის მოდიფიცირება შეძლონ;
- კვლევითი კომპეტენცია: სამაგისტრო ნაშრომის შესრულებით, ინდივიდუალური კვლევის განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავება ორგანიზაციის ტრანსფორმირების სფეროში.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:
- ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- უცხოური ენის, ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (შესაბამისი სერთიფიკატი ან საუნივერსიტეტო გამოცდა);
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- გასაუბრება.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება
- სიღრმისეულად აღწერს და დეტალურად განმარტავს ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების თეორიებსა და კონცეფციების მეცნიერულ საფუძვლებს, მეთოდებსა და მიდგომებს.
- უნარები
- კრიტიკულად აანალიზებს ორგანიზაციის ტრანსფორმირების გავლენას ქვეყნის და მსოფლიო საზოგადოების განვითარებაზე, შესაბამისად კომპლექსურად იყენებს ორგანიზაციის ტრანსფორმირების საფუძვლებსა და კონცეფციებს ორგანიზაციული პროცესების შესწავლისთვის;
- კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად მსჯელობს ორგანიზაციის სოციალური, ფსიქოლოგიური და ეთიკური ასპექტების შესახებ; წარმოადგენს კონკრეტულ ნაშრომს დასაბუთებული მსჯელობის, ეთიკური პრინციპების დაცვითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
- დამოუკიდებლად იკვლევს ორგანიზაციებს და შეუძლია დაადგინოს მათი განვითარების დონე და ჩაუტაროს მათ სრულფასოვანი კონსულტაცია;
- კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ხარისხიანად ახორციელებს ორგანიზაციულ ცვლილებებს ქოუჩინგის, ორგანიზაციის მართვის დაორგანიზაციული კულტურის ინსტრუმენტების გამოყენებით;
- ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა
- მოქმედებს პროფესიული ეთიკის პრინციპებით, იცავს კონფიდენციალურობას და აღიარებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს;
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით ახდენს ახალი ცოდნისა და იდეების გენერირებას და აწვდის ობიექტურ რეკომენდაციებს დაინტერესებულ ჯგუფებს.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები კვალიფიცირდებიან როგორც კონსულტანტები ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კრიზისის მენეჯმენტის დარგში, შესაბამისად, შეუძლიათ დასაქმდნენ ნებისმიერ სასწავლო, კვლევით, მომსახურეობით და საწარმოო ორგანიზაციაში, ასევე არასამთავრობო სექტორში ორგანიზაციის ტრანსფორმირების კონსულტანტად, HR სპეციალისტად, პიროვნული და ორგანიზაციული კონსულტირების ტრენერად.